„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონში 80-მდე ლოკაციიდან გაიტანეს უკანონოდ განთავსებული ნარჩენი
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 40-მდე თანამშრომელმა ჩუღურეთის რაიონში 80-მდე ლოკაციიდან უკანონოდ განთავსებული სამშენებლო ნარჩენი, ძველი ავეჯი და ნივთები სპეცტექნიკის საშუალებით გაიტანა.
“თბილსერვის ჯგუფის” ინფორმაციით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში და მიმდებარედ, ასევე, ქალაქის შემოგარენში სამშენებლო ნარჩენის, ავტომობილების მეორადი ნაწილების, საბურავების, ძველი ავეჯისა და ნივთების განთავსება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.
კონტეინერებში სარემონტო ნარჩენის განთავსება იწვევს ნაგავმზიდი მანქანების შიდა ნაწილების დაზიანებას, რომლის შეკეთებაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული.
მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ დაარღვიონ კანონი და არ განათავსონ სამშენებლო ნარჩენი ურნებში. ასეთი ტიპის ნარჩენის გატანის სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 და ვებგვერდებზე:
https://tgservice.ge
https://www.tbsg.ge