“ბ-ნ სერგო ვარდოსანიძეს გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს – დაბადებიდან 70 წელს” – ილია მეორე

“ბ-ნ სერგო ვარდოსანიძეს გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს – დაბადებიდან 70 წელს”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მისალოც წერილშია ნათქვამი.

“მან თავისი ცხოვრება სრულიად ახალგაზრდამ დაუკავშირა ეკლესიას, დღემდე მის წიაღში მოღვაწეობს და ამ სივრცეში გამორჩეული ადგილიც უკავია.

იგი არის საქართველოს ეკლესიის ისტორიის და, განსაკუთრებით, უახლესი ისტორიის შესანიშნავი მცოდნე; გონიერი, თავშეკავებული, ენერგიული, ორატორული და ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, მრავალმხრივი პიროვნება; თაობათა აღმზრდელი, ავტორი არაერთი ფრიად ღირებული წიგნისა და ნაშრომისა.

ღმერთმა დალოცოს ბატონი სერგო და შეაძლებინოს ეკლესიისა და ქვეყნის მსახურებისთვის კვლავაც მრავალ კეთილ საქმეთა აღსრულება.

ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახი”, – აღნიშნულია მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები