დავით სონღულაშვილი იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი, იერუსალიმის პატრიარქს, თეოფილეს შეხვდა.

ინფორმაციას იერუსალიმის საპატრიარქო ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვედრისას თან ახლდა ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ქალბატონი სოფია ოტიაშვილი.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის მინისტრის როლი მჭიდროდაა დაკავშირებული ეკლესიასთან, რომელიც „ღვთის სავანეა“, განსაკუთრებით წმინდა მიწაზე, სადაც იგი საუკუნეების განმავლობაში უწყვეტად იცავდა იერუსალიმის ძველი ქალაქის სტატუს-კვოს.
გარემოს დაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მის უნეტარესობას მიღებისთვის და საქართველოსთვის ლოცვა სთხოვა.
შეხვედრის დასასრულს იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს დელეგაციის წევრები დალოცა და წარმატებები უსურვა.
მისმა უნეტარესობამ მინისტრს იერუსალიმის ვერცხლისფერი იკონოგრაფიული დაფა გადასცა, მინისტრმა კი მის უნეტარესობას ალებასტრით დამზადებული გამოსახულება გადასცა, რომელზეც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წმინდა მონასტერია გამოსახული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები