ბრაზილიაში “იესო ქრისტეს ცოლი” დააკავეს

ბრაზილიაში პოლიციამ დააკავა ქალბატონი, რომელიც რესტორანში იესო ქრისტეს ცოლის სახელით წარსდგა. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „kswo.com“ ავრცელებს. რესტორანში ყოფნისას ქალბატონმა რამდენიმე ალკოჰოლური სასმელი და საჭმელი შეუკვეთა საერთო ღირებულებით 56,55 აშშ დოლარი. ამის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ ფული არა აქვს და გზაში მყოფ მეუღლეს ელოდებოდა. ქალბატონმა განაცხადა, რომ ის იესო ქრისტესთან კანონიერ, მაგრამ დაურეგისტრირებელ ქორწინებაში იმყოფება, მას კი ამერიკული დოლარების შექმნა შეუძლია. პოლიციამ მხედველობაში არ მიიღო ქალბატონის „საპატიო სტატუსი“ და დანახარჯის გადაუხდელობის გამო დააპატიმრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები