მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, ნიკა მელიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
მელიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სასჯელის ათვლა 2025 წლის 20 ივნისიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მიმდინარე პროცესისას, სადაც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას მან წყალი შეასხა.