“20 „ნაცი“ იდგა სააკაშვილის ციხესთან 23 ნოემბერს, მართლა 20 კაცი იდგა, ილუზიებში აცხოვრებენ იმ უბედურს” – თამარ ჩერგოლეიშვილი
“20 „ნაცი“ იდგა სააკაშვილის ციხესთან 23 ნოემბერს, მართლა 20 კაცი იდგა, ილუზიებში აცხოვრებენ იმ უბედურს”, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„აი, მართლა! მართლა! და, აი, ამ ილუზიებში აცხოვრებენ იმ უბედურს – პეტრეს მიშაზე პარაზიტირება უნდა და რომ უთხრას – ხალხი აღარ გყავსო, ის შერისხავს. ასე ჩამოათრიეს აქ და ჩააგდეს ბიძინას დილეგში, ატყუებდნენ, რომ 100 ათასი ქართველი ხმალს იშიშვლებს მის გამო. სიმართლე რომ ეთქვათ, მისით ვეღარ ისარგებლებდნენ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.