რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული დაბომბვის შედეგად, კიევში ექვსი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა,- ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 22 რაკეტა და 460 დრონი გაუშვა.
“ღამის განმავლობაში რუსული ძალების ძირითადი თავდასხმა დედაქალაქსა და რეგიონს მოიცავდა, რამაც ქალაქში საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა”,- განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, რუსეთის განცხადებით, როსტოვის ოლქზე უკრაინის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით 249 უკრაინული დრონი გაანეიტრალეს.