ბაჩო ოდიშარია: Eagle Hills-ის პროექტი საქართველოსთვის არის არა მხოლოდ ფინანსური შეთანხმება, არამედ ეკონომიკური ტრანსფორმაციის დასაწყისი – უცხოური პირდაპირი ინვესტიციის უპრეცედენტო მოცულობა მძლავრი სიგნალია მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არის სტაბილური და პერსპექტიული საინვესტიციო ჰაბი

Eagle Hills არის კერძო დეველოპერული კომპანია, რომელიც ახორციელებს უცხოურ პირდაპირ ინვესტიციას, რაც თანამედროვე გლობალური ეკონომიკის სტანდარტული პრაქტიკაა. ეს არ არის უცხო ქვეყნის სახელმწიფო ინტერვენცია ან კოლონიზაცია. კომპანიის მიზანია მოგების მიღება უძრავი ქონების განვითარებით და არა კულტურული დომინაცია. ეს პროექტი საქართველოსთვის არის არა მხოლოდ ფინანსური შეთანხმება, არამედ ეკონომიკური ტრანსფორმაციის დასაწყისი. უცხოური პირდაპირი ინვესტიციის უპრეცედენტო მოცულობა მძლავრი სიგნალია მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არის სტაბილური და პერსპექტიული საინვესტიციო ჰაბი, – ამის შესახებ კინოკრიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, უპრეცედენტო ინვესტიციის ფონზე, საზოგადოების ნაწილში ჩანერგილი შიში ქვეყნის „არაბიზაციაზე“, ილუზორულია, ასევე, პროექტს გააჩნია იურიდიული გარანტიები. ოდიშარია აღნიშნავს, რომ  ეს ინვესტიცია არის შანსი, რომ საქართველო გახდეს რეგიონული ლიდერი ეკონომიკური განვითარების კუთხით.

„Eagle Hills-ის უპრეცედენტო ინვესტიციის (6.5 მილიარდი დოლარი) ფონზე, საზოგადოების ნაწილში ჩაინერგა შიში, თითქოს ეს პროექტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას და ხელს უწყობს ქვეყნის „არაბიზაციას“. როდესაც ფაქტობრივ გარემოებებს შეხედავთ პროექტის ირგვლივ, მაშინვე ცხადი ხდება, რომ მსგავსი შიშები მხოლოდ ილუზორულია.

Eagle Hills არის კერძო დეველოპერული კომპანია, რომელიც ახორციელებს უცხოურ პირდაპირ ინვესტიციას, რაც თანამედროვე გლობალური ეკონომიკის სტანდარტული პრაქტიკაა. ეს არ არის უცხო ქვეყნის სახელმწიფო ინტერვენცია ან კოლონიზაცია. კომპანიის მიზანია მოგების მიღება უძრავი ქონების განვითარებით და არა კულტურული დომინაცია. ეს პროექტი საქართველოსთვის არის არა მხოლოდ ფინანსური შეთანხმება, არამედ ეკონომიკური ტრანსფორმაციის დასაწყისი. უცხოური პირდაპირი ინვესტიციის უპრეცედენტო მოცულობა მძლავრი სიგნალია მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არის სტაბილური და პერსპექტიული საინვესტიციო ჰაბი.

პროექტს გააჩნია იურიდიული გარანტიები: პროექტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ინვესტორის საკუთრება შემოიფარგლება შეძენილი აქტივებით (მიწა და ნაგებობები), მაგრამ არ ვრცელდება საქართველოს სუვერენიტეტზე, მმართველობაზე ან კანონმდებლობაზე.

ის ფაქტი, რომ ინვესტორი არაბული კომპანიაა, არ ნიშნავს, რომ პროექტი ავტომატურად შემოიტანს არაბულ კულტურას. იგივე ლოგიკით, დასავლური ინვესტიციები (აშშ, ევროპა) არ ნიშნავს ქვეყნის „ვესტერნიზაციას“ იდენტობის ხარჯზე.

ეს პროექტი ქმნის ათობით ათას სამუშაო ადგილს, რომელთა უმეტესობა დასაქმდება ადგილობრივი, ქართველი მოქალაქეებით. ეს უმუშევრობის დონის მკვეთრად შემცირებას ნიშნავს. გაჩნდება ახალი, მაღალანაზღაურებადი ვაკანსიები მშენებლობის, მენეჯმენტისა და მომსახურების სფეროებში. პროექტის უმეტესი ნაწილი შესრულდება ადგილობრივი კონტრაქტორების მიერ. ეს არის მასშტაბური მხარდაჭერა ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც უშუალოდ აძლიერებს საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობას. მშენებლობისას გამოყენებული იქნება ქართული სამშენებლო მასალები და მომსახურებები, რაც აძლიერებს ქართულ კომპანიებს და არა უცხოურს.

რაც შეეხება უშუალოდ „არაბიზაციას“. პროექტის საბოლოო პროდუქტი (უძრავი ქონება) განკუთვნილია გასაყიდად მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე, ისევე როგორც ყველა სხვა ქართული დეველოპერული პროექტი. არ არსებობს არანაირი პირობა, რომელიც ამ საცხოვრებელ ფართებს მხოლოდ არაბული ქვეყნების მოქალაქეებს დაუწესებს. საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ ეკონომიკურად მზარდ ქვეყანას, აქვს გლობალური ინვესტორებისა და მაცხოვრებლების შემოდინების ტენდენცია (ევროპიდან, აზიიდან, ამერიკიდან). „არაბიზაციის“ თემა ამ პროექტის ირგვლივ არის მოგონილი დაუსაბუთებელი თეზისი, რომელიც უფრო ემოციურ ან პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, ვიდრე ეკონომიკურ ან იურიდიულ ანალიზს. ესაა დაუსაბუთებელი შიში, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც გლობალურ გამოცდილებას, ასევე ეკონომიკურ ლოგიკას. პროექტი არის კერძო საინვესტიციო ინიციატივა, რომელიც მოიტანს კოლოსალურ ეკონომიკურ სარგებელს (დასაქმება, მშპ-ს ზრდა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ.) საქართველოს კანონმდებლობის და კულტურული იდენტობის სრულად შენარჩუნებით. ქვეყნის სუვერენიტეტი და კულტურული თვითმყოფადობა არ დგას საფრთხის ქვეშ მხოლოდ იმიტომ, რომ კერძო ინვესტიცია არაბული კომპანიისგან მოდის. ეს ინვესტიცია არის ქვეყნის მომავლის ინვესტიცია და შანსი, რომ საქართველო გახდეს რეგიონული ლიდერი ეკონომიკური განვითარების კუთხით“, – წერს ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები