“საქართველომ წააგო, ვინაიდან წარმოიდგინეთ ჩვენი განვითარების პერსპექტივა, რომ არა ეს ოკუპაცია, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს ჩვენს რეგიონებს” – ვოლსკი

„სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი სამართლებრივად არ უღიარებია სააკაშვილს, მაგრამ მიანიშნა, რომ არსებობს საზღვრები, სადაც ვრცელდება გარკვეული იურისდიქცია და როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, ანუ ომი მოხდა, დაიპყრო სწორედ ის ტერიტორია, რომელიც მონიშნა სააკაშვილმა ახალგორის ჩათვლით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირას” განუცხადა.

“ახალგორიც შეუერთა ამ ტერიტორიას, რათა პრეზიდენტის არაკონსტიტუციური არჩევნები ყოფილიყო რაც შეიძლება დიდ ტერიტორიაზე გავრცელებული. ეს თავისთავად გულუბრყვილო გეგმა იყო, მაგრამ ახლა როგორც ჩანს, არათუ გულუბრყვილო, სერიოზული ავანტიურის წინაპირობა იყო.

2004 წლის აგვისტოდან მოყოლებული არ გაჩერებულა სააკაშვილი. როგორც კი ყველა ადამიანი – ვინც ჩართული იყო სამშვიდობო პროცესში, სამსახურიდან დაითხოვეს, დაიწყო პროცესი კოდური სახელწოდებით „კოკოითი ფანდარასტ“. მისი მთავარი მონაწილეები კონფლიქტის შემდეგ უკვე აღმოჩნდნენ მოსკოვში. საქართველომ წააგო, ვინაიდან წარმოიდგინეთ ჩვენი განვითარების პერსპექტივა, რომ არა ეს ოკუპაცია, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს ჩვენს რეგიონებს.

საქართველომ წააგო, ვინაიდან წარმოიდგინეთ ჩვენი განვითარების პერსპექტივა, რომ არა ეს ოკუპაცია, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს ჩვენს რეგიონებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები