მე – 7 სახლის მმართველი სახლებში და მეუღლესთან გაცნობის ადგილის ურთიერთკავშირი
თუ მე -7 სახლის მმართველი პლანეტა მოთავსებულია:
1 სახლში – მეუღლეები გარეგნულადაც და ხასიათებითაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. უერთმანეთოდ ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.ადგილი უნდა ინახოს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
მე-2 სახლში – ნაცნობობა შედგება ბანკში, ან სხვა საფინანსო დაწესებულებაში. აგრეთვე, შეიძლება მაღაზიაში, ან რაიმე კვების ობიექტში. იშვიათ შემთხვევაში – სილამაზის სალონში.
მე-3 სახლი–ნაცნობობა სკოლაში, მოკლე მგზავრობისას ქუჩაში ან ტრანსპორტში, კომუნიკაციის საშუალებით (ტელეფონით, ინტერნეტით). შესაძლოა, გაიცნოთ თქვენი და–ძმის, ან ბიძაშვილების წრეში. ან აღმოჩნდეს თქვენი მეზობელი.ზოგჯერ მე-7-ეს მმართველი მე-3 სახლში ბავშვობისდროინდელ, ძველ სიყვარულსაც ნიშნავს, რომელსაც წლების მერე ხელახლა ხვდებიან.
მე-4 სახლი–მომავალი მეუღლე შესაძლოა, თქვენი მშობლების ნაცნობი იყოს. ან დიდი უძრავი ქონების მფლობელი.
მე-5 სახლი–ნაცნობობა შედგება კინოში, თეატრში, გამოფენაზე, კლუბში, კაზინოში. სპორტდარბაზში. აგრეთვე იქ სადაც ბავშვები არიან– ვთქვათ საბავშვო ბაღში ან ბავშვთა მოედანზე.
მე-6 სახლი–სამსახურში, რაიმე ოფისში, პოლიკლინიკაში, აგრეთვე – ვეტერინარულ კლინიკაში.
მე-7 სახლი–პარტნიორი შეიძლება იყოს თქვენი კომპანიონი, თანაავტორი, ან დაპირისპირებული მხარე (ვთქვათ, სასამართლო პროცესზე). აგრეთვე, შეიძლება ის კერძო კონსულტაციის დროს გაიცნოთ.
მე-8 სახლი–პარტნიორი შეიძლება იყოს სამხედრო პირი, პოლიციელი, ბანკის თანამშრომელი, ან მძარცველი. კრიმინალური ავტორიტეტი. ქორწინება შეიძლება შედგეს მაგიური ჩარევის შედეგადაც.აგრეთვე სექსის გამო, ან ვინმეს მიმართ ეჭვიანობის საფუძველზე.
მე-9 სახლი–შესაძლოა, პარტნიორი იყოს უცხოელი, ან შორეული მოგზაურობისას გაიცნოთ. შეიძლება აგრეთვე შეხვდეთ მას ეკლესიაში,უმაღლესში, ან რამე კურსებზე.
მე-10 სახლი– მოასწავებს ქორწინებს თქვენსავე უფროსთან, პოლიტიკოსთან, ან რომელიმე ცნობად სახესთან.
მე-11 სახლი– მომავალ მეუღლეს მეგობრების წრეში გაიცნობთ. აგრეთვე შესაძლოა, თანამედროვე ტექნიკის– ინტერნეტის მეშვეობით.
მე-12 სახლი–ნაცნობობა შედგება ან სანატორიუმში, ან საავადმყოფოში.ან ფსიქოთერაპევტის კაბინეტში. შეიძლება ეს სასამართლოში, პროკურატურაში,ან ციხეში მოხდეს .
P.S. ეს წესები მხოლოდ პირველ ქორწინებას ეხება.
წყარო: www.geoastro.ge