ბრაზილიაში, გაეროს კლიმატის კონფერენციაზე ხანძარი გაჩნდა (ვიდეო)

ბრაზილიის ქალაქ ბელემში, სადაც გაეროს კლიმატის კონფერენცია (COP30) იმართება, ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევის გამო შენობიდან მონაწილეების დაუყოვნებლივ ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც ბრაზილიის მთავრობამ განაცხადა, ამ ეტაპზე ხანძარი კონტროლს ექვემდებარება და არავინ დაშავებულა.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. ერთ-ერთმა თვითმხილველმა BBC-ს განუცხადა, რომ ის სავარაუდოდ, ელექტროენერგიის შედეგად გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში გაეროს კლიმატის საკითხებზე მოლაპარაკებებს ათასობით ადამიანი ესწრება, მათ შორის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული დელეგაციების წევრები.

200-მდე ქვეყანა ცდილობს შეთანხმდეს, თუ როგორ მიაღწიონ პროგრესს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები