იაპონელმა მამაკაცმა საკუთარი სახლი მაშინ ააფეთქა, როცა ტარაკანას მოკვლას ცდილობდა
იაპონიაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი მას შემდეგ დაზიანდა, რაც მამაკაცმა ტარაკანას მოსაკლავად დიდი რაოდენობით ინსექტიციდი გამოიყენა და აფეთქება მოხდა.
მედიის ცნობით, 54 წლის მამაკაცმა ტარაკანას მოშორების მცდელობისას პროდუქტის ჭარბი დოზა გამოიყენა.
ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, აფეთქებამ სახლის ინტერიერი დააზიანა. მამაკაცი საავადმყოფოში სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.