არჩევნების წინ უკრაინაში „სიჩუმის დღე“ დადგა (ვიდეო)

  უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების წინ „სიჩუმის დღე“ დადგა. ხვალ, 26 დეკემბერს, 3 000 მეტი კანდიდატიდან 450 დეპუტატი უნდა აირჩიონ. არჩევნები, ლუგანსკის და დონეცკის ოლქების გარდა, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდება. დონბასში კი საკუთარი არჩევნები 2 ნოემბერს გაიმართება.
წინასაარჩევნო კამპანია ნოვოროსიაში მეამბოხეებისა და უკრაინული ჯარის შეტაკებების ფონზე საერთო ლოზუნგით: „დონბასი მშვიდობას ირჩევს!“ მიმდინარეობს.
დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების ხელმძღვანელების თანამდებობებზე პრეტენზიას 8 კანდიდატი აცხადებს. თუმცა ფავორიტები აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედი ხელმძღვანელები არიან: დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ალექსანდრე ზახარჩენკო, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში კი – იგორ პლოტნიცკი.

 [youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=zgv7Qeo-Yn0″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები