ნეთანიაჰუ: “ჰამასმა” რეგიონი უნდა დატოვოს

ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასს“ რეგიონიდან გასვლისა და დეაქტივაციისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, ამის გარეშე მშვიდობის განმტკიცება შეუძლებელია.

ნეთანიაჰუმ ეს განცხადება გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ აშშ-ის მიერ წარდგენილ სამშვიდობო გეგმის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების ფონზე გააკეთა.

პრემიერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გეგმა მოიცავს „ჰამასის რაკეტების შემცირებას, იარაღის დეაქტივაციას და რადიკალიზაციისგან განთავისუფლებას“ ღაზაში.

ისრაელის მთავრობის სპიკერის თქმით, მთავრობის მიზანია, რეგიონი “ჰამასის” ხელმძღვანელობის გარეშე დატოვოს.

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 10 ოქტომბერს შევიდა, როგორც ომის დასრულების მრავალეტაპიანი გეგმის ნაწილი. ისრაელმა ნაწილობრივ გაიყვანა თავისი ძალები, მაგრამ ღაზას ტერიტორიის 53%-ს კვლავ აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები