სერგეი ლავროვი: დასავლეთის ქვეყნებმა მსოფლიოში სტაბილურობა დაარღვიეს

  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ აშშ-ს და დასავლეთის ქვეყნების ჩარევა სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში საერთაშორისო სტაბილურობას უძლიერეს დარტყმას აყენებს. აღნიშნული განცხადება ლავროვმა ნორვეგიულ გამოცემა „VG“-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„ჩვენ ვხედავთ აშშ-ს, სხვა დასავლური სახელმწიფოების მცდელობებს, რომ საკუთარი რეცეპტები სხვა დანარჩენებს თავს მოახვიონ, გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაერიონ, ამასთან, საერთაშორისო სამართლის საკვანძო პრინციპებს თვითნებურად ისე მოექცნენ, როგორც სურთ. ასეთი ხაზის განხორციელება – იუგოსლავიის ბომბარდირება, ერაყში შეჭრა, ლიბიაზე თავდასხმა, სირიის დესტაბილიზაცია გამოიწვია“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისივე განმარტებით, საერთაშორისო საქმეებში რუსეთი, თავის მხრივ, მომავალშიც პოზიტიური, გაერთიანებაზე ორიენტირებული დღის წესრიგის წინ წამოწევას აპირებს.
გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „თანამედროვე სამყაროს პრობლემების გადაწყვეტა შეიძლება იყოს ნაპოვნი საერთაშორისო თანამეგობრობის მხოლოდ კოლექტიური ძალისხმევით საერთაშორისო სამართალზე და გაეროს ცენტრალურ როლზე დაყრდნობით დეტალური და ერთობლივი მიდგომების პროფესიული დამუშავებით, ორმაგი სტანდარტების გარეშე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები