კახიანი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე: ექნება პრევენციის ფუნქცია, რათა ნაკლებად ჰქონდეს ადგილი კონკრეტულ სამართალდარღვევებს
“ახალი ინიციატივა არის შემოთავაზებული, რასაც ექნება პრევენციის ფუნქცია იმისათვის, რომ ნაკლებად ჰქონდეს ადგილი კონკრეტულ სამართალდარღვევებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, რითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა.
„ამავდროულად, ეს გულისხმობს იმასაც, რომ საგზაო მოძრაობა კიდევ უფრო უსაფრთხო გახდეს“, – აღნიშნა კახიანმა.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის.