ბარაკ ობამა ებოლასგან განკურნებულ ნინა ფემს თეთრ სახლში მიიღებს

თეთრი სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში ებოლასგან განკურნებულ მედდას ნინა ფემს მიიღებს.  26 წლის მედდა იმ იშვიათ ადამიანთაგანია, რომელმაც დაავადების შემდეგ ებოლას დამარცხება შეძლო. ამჟამად მედიკოსებს არ შეუძლიათ პასუხის გაცემა, თუ რისი საშუალებით მოხდა ვირუსით დაავადებული მედდას გამოჯანმრთელება. ნინა ფემი პარასკევს დილით გამოწერეს კლინიკიდან და ის ყველა ექიმმა სრულიად ჯანმრთელად ცნო.
„ყველა მეკითხება, რატომ დაიღუპა ათასობით ადამიანი ებოლასგან, ნინა ფემი კი ცოცხალი დარჩა. მე არ ვიცი, რა ვუპასუხო ამ შეკითხვას. როგორც წესი, ცოცხლობენ ახალგაზრდები და ძლიერები, ასევე ისინი, ვისაც ძლიერი იმუნიტეტი აქვს. ნინა ფემი კი ზუსტად ასეთია, ახალგაზრდა და ფიზიკურად ძლიერი. გარდა ამისა, დაავადების პირველივე სიმპტომების დადგენისთნავე, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოხვდა და მისი ჰოსპიტალიზება მოხდა. ფემისთვის არანაირი ვაქცინა არ გაგვიკეთებია. არ გამოგვიყენებია არანაირი ექსპერიმენტული საშუალება. ამჟამად ჩვენ ვაანალიზებთ, რა გარემოებებში და რისი წყალობით მოახერხა მან გამოჯანმრთლება“, – განაცხადა აშშ-ს ალერგიული და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ.
ნინა ფემი ებოლათ მას შემდეგ დაავადდა, რაც სასიკვდილო ვირუსით დაავადებულ ლიბერიელ ტომას დუნკანს სამედიცინო დახმარება გაუწია. მისი პაციენტი დაახლოებით ათი დღის წინ გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები