ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა კიევის დროზე უარს ამბობს და მოსკოვის დროზე გადადის

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, პარასკევს „დონეცკის დროზე გადასვლის შესახებ“ დადგენილება მიიღო. ეს ინფორმაცია დღეს ე.წ. „დსრ“-ის პრესსამსახურში გაახმოვანეს. ამგვარად, დონეცკი მოსკოვის დროსთან თანხვედრაში და კიევთან ერთსაათიან განსხვავებაში იქნება.
ამჟამად ე.წ. დსრ კიევის დროით მოქმედებს, რომელიც მოსკოვისას ერთი საათით ჩამორჩება. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესსამსახურის ინფორმაციით,  შემდეგ კვირას, როდესაც კიევი და მოსკოვი ზამთრის დროზე გადავლენ, დონეცკი საათს უკან არ გადაწევს და შესაბამისად, მოსკოვის დროსთან თანხვედრა და კიევთან ერთსაათიან განსხვავება შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები