ე.წ. „ნოვოროსიის“არჩევნებში მონაწილეობის მიღება ინტერნეტით იქნება შესაძლებელი

2 ნოემბერს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურთა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნები გაიმართება. ანალოგიური არჩევნები ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაშიც ტარდება.
ე.წ. დსრ-ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის რომან ლიაგინის განცხადებით, მოქალაქეებს ხმის მიცემა ინტერნეტის საშუალებითაც შეეძლებათ.
“ ჩვენ საიტზე შემოსვლისას, საჭიროა თქვენი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის სკანირებული ვერსიის ატვირთვა და რეგისტრაცია. ამის შემდეგ ამომრჩეველი მიიღებს ბიულეტენს უნიკალური ნომრით, შემდეგ ხმას მისცემს ან ონლაინში, ან დაბეჭდავს ბიულეტენს, ხმას მისცემს და ფოსტით გააგზავნის“, – განუცხადა ლიაგინმა რუსული მედიის წარმომადგენლებს.
ე.წ. „ნოვოროსიის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ამომრჩეველს ასევე მოეთხოვება მიზეზის დასახელება, თუ რისთვის ვერ ახერხებს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემას. შეგახსენებთ, საარჩევნო უბნებზე ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებით, ინტერნეტ არჩევნები 29 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები