შალვა პაპუაშვილი: საჯარო სამსახურში დისკრიმინაცია არ ხდება და ხელფასები 10%-ით გაეზრდება ყველას, ვინც არის საჯარო სამსახურში დასაქმებული

,,რაც შეეხება საჯარო სექტორში დასაქმებულების ანაზღაურებას, ეს არაფერთან მიბმული არ არის, არც ინფრასტრუქტურის ბიუჯეტთან და არც ჯანდაცვის ბიუჯეტთან. რამდენიმე წელია ყოველწლიურად 10%-იანი ზრდა არის საჯარო სექტორში დასაქმებულებისათვის”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას: ,,ხომ არ იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის ხელფასები, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შემცირების ხარჯზე და ხომ არ არის ხელფასების ზრდის მოტივი სუს-ის თანამშრომლების წახალისება”.

პაპუაშვილის თქმით, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდა ყოველწლიურად ხდება და ეს კანონმდებლობით არის გაწერილი.

„საჯარო სამსახურში დისკრიმინაცია ამ მხრივ არ ხდება და ეს შეეხება ყველას, ვინც არის საჯარო სამსახურში, იქნება ეს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც ჩვენგან ქების გარდა სხვა არაფერი ეკუთვნის. იმიტომაც გვაქვს ჩვენ აქ უსაფრთხოება და მშვიდობა და იმიტომაც არის, რომ გარედან ვერ ახერხებენ ჩვენი ქვეყნის აყირავებას, რომ ჩვენი ქვეყნის სამსახური კარგად მუშაობს. ასევე, შეეხება მასწავლებლებს და შეეხება ყველა სხვა დასაქმებულ პირს საჯარო სამსახურში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები