თენგიზ შარმანაშვილი – საფრანგეთის ელჩზე: იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა – ჩვენ ყველაფერს მივხვდებით შედეგების მიხედვით

„იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა, ჩვენ ყველაფერს მივხვდებით შედეგების მიხედვით,”- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა საფრანგეთის ახალი ელჩის ოლივიე კურტოს, 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ საფრანგეთის ელჩიც დაადგება იმ გზას, რომ ვენის კონვენციის დარღვევას დაიწყებს, მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება.

“იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა, ჩვენ ყველაფერს მივხვდებით შედეგების მიხედვით. თუ საფრანგეთის ელჩიც დაადგება იმ გზას, რომ ვენის კონვენციის დარღვევას დაიწყებს, მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება. კითხვა გამიჩნდებოდა ამის თაობაზე, საცხოვრებელ კორპუსში შეხვედრა ჩემთვის რაღაც ახალია, ეგეთი რამ არც არასდროს არ გამიგია. თუ ის შეხვდებოდა რომელიმე საჯარო სივრცეში ან სასტუმროს კონფერენციის დარბაზში ან სადმე სხვაგან, კი ბატონო. მაგრამ, რით უნდა ყოფილიყო გამოწვეული საცხოვრებელ კორპუსში შეხვედრა, არ ვიცი,” – აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

„კურიერის“ ინფორმაციით, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში საფრანგეთის ახლად დანიშნული ელჩი “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები