“მთელი უბედურება ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ უცხოეთის დაკვეთით მოქმედებს” – მაჭარაშვილი
“ნაციონალურ მოძრაობაში“ საჯაროდ თქვეს, რომ საკონსტიტუციო დავის დაწყება უცხოელებმა დაავალეს, შესაძლოა, სარჩელის მომზადებას თავად არც ფიქრობდნენ, მაგრამ ეს უცხოელებმა დაავალეს”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ნაცმოძრაობამ“ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ საკუთარ თავს არ ეკუთვნის.
” ეს კარგია იმ გაგებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მტკიცებულების სახით ექნებათ, რომ ეს ხალხი უცხოური ინტერესებით მოქმედებს და არა, ქართული ინტერესების შესაბამისად. საჯაროდ თქვეს, რომ საკონსტიტუციო დავის დაწყება უცხოელებმა დაავალეს. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, სარჩელის მომზადებას თავად არც ფიქრობდნენ, მაგრამ ეს უცხოელებმა დაავალეს. ეს იმას ნიშნავს, რაც მათ პროკურორის მხრიდან ბრალი წარედგინათ, რომ უცხო ქვეყნების ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ და საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ცუდის მეტი არაფერია იმაში, რომ საკუთარი ხალხის ნაცვლად, სხვებს ითვალისწინებენ. მთელი უბედურება ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ უცხოეთის დაკვეთით მოქმედებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.