ირაკლი ქადაგიშვილი – მსოფლიო დიპლომატიას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ უკრაინაში ომი არ დაწყებულიყო
“მსოფლიო დიპლომატიას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ უკრაინაში ომი არ დაწყებულიყო,“ – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა მთელ მსოფლიოზე, ევროპაზე და, მათ შორის, საქართველოზე იმოქმედა, რადგან საქართველოს წინააღმდეგ გააფთრებული შემოტევა და ზეწოლა სწორედ ამ ომის დროს გახდა აშკარა.
„ომის შეჩერების პერსპექტივა მინიმალურია. ალბათ, ეს ომი გამოფიტვამდე გაგრძელდება, როცა რომელიმე მხარეს ომის გაგრძელების ფიზიკური უნარი და საშუალება არ ექნება. საქართველოსთან მიმართებაში რას ნიშნავს? ამ ომმა მთელ მსოფლიოზე, ევროპაზე და, მათ შორის, საქართველოზე იმოქმედა, რადგან საქართველოს წინააღმდეგ გააფთრებული შემოტევა და ზეწოლა სწორედ ამ ომის დროს გახდა თვალშესახები და აშკარა. მოვახერხეთ, ომში, რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში არ ჩავერთეთ, რადგან ეს ჩვენს ქვეყანას გარდაუვალ კრახს მოუტანდა. ისეთი ძლიერი სახელმწიფო, როგორიც პოლინეთია, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრია, ისიც კი ხედავს, რომ ამ ომის შედეგები უკრაინის დამარცხების შემთხვევაში მძიმე იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.