აშშ-ში მთავრობის დახურვის გაგრძელების შემთხვევაში, 40 აეროპორტში ფრენების რაოდენობა შემცირდება

აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრის, შონ დაფის განცხადებით, თუ ქვეყანაში ფედერალური მთავრობის ნაწილობრივი დახურვა გაგრძელდება, 7 ნოემბრის დილიდან ქვეყნის 40 უდიდეს აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა, დაახლოებით, 10%-ით შემცირდება.

დაფის თქმით, ძირითადი გავლენა შეეხებათ ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა ატლანტა, ჩიკაგო, ლოს-ანჯელესი და ნიუ-იორკი, სადაც ფრენების მართვისა და უსაფრთხოების პერსონალის ნაკლებობა უკვე შესამჩნევია.

„თუ კონგრესი ვერ მიაღწევს შეთანხმებას ბიუჯეტის დროებით გაგრძელებაზე, ჩვენი ავიაციის სისტემა მნიშვნელოვნად დაიტვირთება და მგზავრები იგრძნობენ შეფერხებებს,“ — განაცხადა დაფმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.

აშშ-ში ე.წ. შათდაუნი ძალაშია მას შემდეგ, რაც კონგრესმა ვერ მოახერხა ბიუჯეტის დამტკიცება მიმდინარე ფინანსური წლისთვის. ამის გამო, ათასობით ფედერალური თანამშრომელი ან შვებულებაშია, ან ანაზღაურების გარეშე აგრძელებს მუშაობას.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) მონაცემებით, ფრენების შემცირება პირველ რიგში შეეხება შიდა მარშრუტებს, თუმცა შესაძლოა, გარკვეული შეფერხებები საერთაშორისო რეისებსაც შეექმნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები