შალვა პაპუაშვილი: 26 მაისს აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და ქართველი ხალხის ზეიმი იქნება ეს დღე – ვხედავთ, გვყავს მარგინალების ჯგუფი, რომლის მიზანია ერთადერთი რამ – თავები დაანახონ თავის პატრონებს

“26 მაისს აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და ქართველი ხალხის ზეიმი იქნება ეს დღე – ვხედავთ, გვყავს მარგინალების ჯგუფი, რომლის მიზანია ერთადერთი რამ – თავები დაანახონ თავის პატრონებს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსების, თუ აქტივისტების ეს მარგინალური ჯგუფი მხოლოდ ერთი რამით არის დაინტერესებული – რამენაირად ასიამოვნონ უცხოელებს, რომლებიც მათ დაკვეთებს აძლევენ.

„26 მაისს აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და ქართველი ხალხის ზეიმი იქნება ეს [დღე]. ვხედავთ, გვყავს მარგინალების ჯგუფი, რომლის მიზანია ერთადერთი რამ – თავები დაანახონ თავის პატრონებს. დანახების პოლიტიკა, რომელიც მათ აქვთ, შეუძლიათ ასე აწარმოონ და იყვნენ თავიანთ დამკვეთებთან ამ ურთიერთობაში. ქართველი ხალხი აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს და იქ [რუსთაველის გამზირზე] იქნება ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად როგორც არის ყველა დიდ დღესასწაულზე და დიდ მოვლენაზე ჩვენს ქვეყანაში. პოლიტიკოსების, თუ აქტივისტების ეს მარგინალური ჯგუფი მხოლოდ ერთი რამით არის დაინტერესებული – რამენაირად ასიამოვნონ უცხოელებს, რომლებიც მათ დაკვეთებს აძლევენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები