შალვა პაპუაშვილი: მოსახლეობის 10% „ნაცმოძრაობას“ გამოცხადებული ჰყავდა კრიმინალად

“ჩვენ ვნახეთ, რომ კვლავ ბრიუსელის პროპაგანდისტების კამპანია, რომელიც გაჩაღდა მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, რაც არის უმარტივესი ტყუილი და მანიპულაცია. მსჯავრდებულთა რაოდენობა, რომელშიც შედიან არა მხოლოდ მსჯავრდებულები, არამედ ყველა, ვისზეც სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, არის 22 000, თუმცა პატიმრების რაოდენობა არის 8700”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ალტ ინფოს“ წევრების განცხადებებს, რომლებიც ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებულ პატიმართა რაოდენობას გადააჭარბა დღეს არსებულმა პატიმრების რაოდენობამ.

პაპუაშვილის თქმით, მსგავსებაც კი არ არის იმასთან, რა სასტიკი სისტემაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა.

„არანაირი კორელაცია და მსგავსებაც კი არ არის იმასთან, რა სასტიკი სისტემაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც 21 000 მარტო პატიმარი ჰყავდა და საქართველოს 310 000 მოქალაქე გაატარეს პრობაციის მარწუხებში. მოსახლეობის 10% „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოცხადებული ჰყავდა კრიმინალად.

ისინი, ვინც სწორედ ამ კრიმინალური რეჟიმის მეხოტბეები, წარმომადგენლები და გულშემატკივრები არიან, იმის გამო, რომ ცდილობენ თავისი თავის დამკვიდრებას, ასეთ მანიპულაციას ავრცელებენ. კიდევ ერთხელ დააკვირდით, რომ ამ დეზინფორმაციის გავრცელებაში კოორდინირებულად ჩართული იყო ბრიუსელის ყველა პროპაგანდისტული მედია, თუ პროპაგანდისტი აქტივისტი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები