ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ ახალი მოადგილეები წარადგინა
ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ ახალი მოადგილეები წარადგინა.
მერის პირველი მოადგილის პოზიციას, ზაზა ხვედელიძე, ხოლო მოადგილის ადგილს ნინო ჭაბუკიანი დაიკავებს.
ზაზა ხვედელიძეს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, იუსტიციის სამინისტროსა და სამოქალაქო აქტების და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურში.
ნინო ჭაბუკიანს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გასული წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში.
ღამბაშიძის თქმით, სჯერა რომ მოადგილეები მოქალაქეების კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
“მჯერა, რომ ჩემი მოადგილეები მათი პროფესიონალიზმით, წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილებითა და მშობლიური ქალაქის სიყვარულით, მაქსიმუმს გააკეთებენ მუნიციპალიტეტის განვითარებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობისათვის,”- განაცხადა ვახტანგ ღამბაშიძემ.