ნინო წილოსანი – დანიის მოვლენებზე პრემიერის ღია წერილზე: საქართველო არის იმ დასავლური სამყაროს ნაწილი, სადაც მიუღებელია ისეთი უხეში ფორმებით დემონსტრანტების დარბევა, რომელიც ჩვენ ვნახეთ დანიაში

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი პრემიერ – მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებისთვის ღია წერილით მიმართვის ფაქტს გამოეხმაურა.

„საქართველო არის იმ დასავლური სამყაროს ნაწილი, სადაც მიუღებელია ისეთი უხეში ფორმებით დემონსტრანტების დარბევა, რომელიც ჩვენ ვნახეთ დანიაში. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის ღია წერილი სწორედ იმ ტაქტიკის გამოყენებაა ჩვენი მხრიდან, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები არასწორად იყენებდნენ საქართველოსთან მიმართებით. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ სრულიად ობიექტურად გამოვხატეთ აღშფოთება. რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც ორმაგი სტანდარტი აქვთ დამკვიდრებული საქართველოსთან მიმართებით დემონსტრაციები პოლიციის მხრიდან საკმაოდ მაღალ დონეზე მართული ყველაზე დიდი კრიტიკით დაგმობილი იყო, ვფიქრობ, ეს მინიმუმია, რაც შეგვეძლო, გაგვეკეთებინა, როდესაც ვხედავთ, როგორი ბრუტალური ფორმით ეპყრობოდნენ დანიაში პოლიციელები დემონსტრანტებს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები