კახა კალაძე: კოალიციის დაშლა უახლოეს ხანში მოსალოდნელი არ არის

 ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე გაზეთვერსიასთანქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე  საუბრობს.

მინისტრის განცხადებით, კოალიციის დაშლა უახლოეს ხანში მოსალოდნელი არ არის, თუმცა კოალიციაში სხვადასხვა ხედვის ადამიანები არსებობენ. ამიტომ, სამომავლოდ ვინ რა პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამს, ეს ყველა პოლიტიკური სუბიექტის პირადი მოსაზრებაა.
კახა კალაძე გამოცემასთან ქვეყანაში ბოლო დროს გამოვლენილ ძალადობის ფაქტებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტების მომავალში თავიდან ასაცილებლად საჭიროა ერთიანი, შემტევი სტრატეგიის შემუშავება, სადაც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება.
“კვირას“  “ვერსიაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოში პოლიტიკური პროცესები იმდენად სწრაფად იცვლება, ექსპერტთა ნაწილი დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხესაც  პროგნოზირებს?

დარწმუნებული ვარ, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებებისა და შიდა არეულობების მრავალწლიანი ფაზიდან 2012 წელს სამუდამოდ გამოვიდა. პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ჩვეულებრივად. გასაკვირიც კი იქნებოდა, ქვეყნის მართვას ჩამოცილებული რეჟიმის წარმომადგენლები, რომელთაც ეგონათ, ხელისუფლებაში სამუდამოდ იქნებოდნენ, ჩუმად და უმოქმედოდ მსხდარიყვნენ. სამწუხაროა, დემოკრატიული პრინციპების გამო, ისედაც ამდენი პოლიტიკით გადაღლილ მოსახლეობას, დამატებით მათი  არაადეკვატური პროტესტის ატანა რომ უწევს… ხალხი დაიღალა და ეს არ არის ცარიელი სიტყვები. პოლიტიკურად ზედმეტად აჟიტირებული რომელი  დალაგებული და განვითარებული ქვეყანა გინახავთ? ჩვენ სულ ვამბობდით, დროა, ქვეყანა ვაშენოთ, ვიფიქროთ ეკონომიკის განვითარებასა და სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ეს თემები აწუხებდეს, „აჩხუბებდეს“ და უხაროდეს ხალხს, ვიდრე პოლიტიკა. მედიამაც უნდა შესთავაზოს საზოგადოებას პრიორიტეტული თემები. არ არის საჭირო რაღაც პოლიტიკურ საკითხზე ორ პარტიას შორის არსებული უთანხმოება, თუნდაც დაპირისპირება იყოს ყოველდღიური, ყოველწამიერი ცხელი თემა. გაეცით ინფორმაცია და საკმარისია. რამდენი ცხელი, კატასტროფულად პრობლემატური სოციალური თემაა ქვეყანაში, ჩვენ, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები კი ხალხს აქცენტებს სულ სხვა საკითხებზე ვთავაზობთ. ვფიქრობ, ქალზე ძალადობა საზოგადოებისთვის უფრო განსახილველი თემაა, ვიდრე ის, რას ვიტყვი რომელიმე ოპონენტზე. ან რას იტყვის ის ჩემზე?

კოალიციის ზოგიერთმა წევრი რომ აცხადებს, ძალადობის პრობლემა ხელოვნურად შექმნილი აჟოტაჟია და არაფერი საგანგაშო არ ხდებაო, არ ეთანხმებით?

-არასწორი ინტერპრეტაციაა. შეიძლება რომელიმე კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ხელოვნურად ააგოროს კრიმინალის თემა, რათა პოლიტიკური სარგებელი ნახოს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კონკრეტული კრიმინალური ფაქტი არ მომხდარა?

სოციალურ ქსელში თქვენს განცხადებას ქალთა ძალადობის შესახებ დიდი გაამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ საქართველოში, სადაც ოდითგანვე ქალის კულტი იყო, ეს პრობლემა ასე აქტუალური რატომ გახდა?

-ის იყო ემოციური კომენტარი. ის, რასაც განვიცდი მე, კახი კალაძე, ბიჭების მამა, ანუკის მეუღლე, საქართველოს მოქალაქე, ჩვეულებრივი ადამიანი და რომელსაც მსურს, ეს საშინელება აღმოიფხვრას საქართველოში… თუმცა მხოლოდ ჩემი, თქვენი ან ნებისმიერი ნორმალური ადამიანის გულისტკივილი ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. საჭიროა ერთიანი, შემტევი სტრატეგიის შემუშავება, სადაც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება. როგორც ქართველ კაცს ძალიან გული მტკივა, მრცხვენია, რომ ეს თემა გაჩნდა და მისახედია ჩემს ქვეყანაში, რადგან გენში გვაქვს და ისტორიულადაც უამრავი მაგალითი არსებობს ჩვენი ერის უნიკალურობისა ქალთან, მანდილოსანთან დამოკიდებულებაში.

ხელისუფლებამ შექმნა უწყებათშორისი საბჭო ამ თემაზე, იყო რამდენიმე არასამთავრობოს განცხადება, ჩაატარებენ კვლევებს, სახალხო დამცველის შეფასებასაც იხილავდით

-დიახ, ეს ყველაფერი ამუშავდა და ეს არის ძალიან კარგი. ამ კონკრეტული მაგალითით მინდა ვთქვა, რომ არის საკითხები ქვეყანაში, არის პრობლემები, რომლის დასაძლევად უნდა გავერთიანდეთ ყველა, ერი თუ ბერი. არის საკითხები, რაც პოლიტიკური პროგნოზი უნდა დავძლიოთ ერთობლივად და არ ვეცადოთ ამის ხარჯზე პოპულარობის მოხვეჭას, ან პოლიტიკური ქულების დაწერას. მაშინ განვითარდება ქვეყანა, როცა ადამიანები ერთმანეთში, პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებში დაინახავენ არა ანგარებასა და პირადი ინტერესების დაკმაყოფილების სურვილს, არამედ ნამდვილ სწრაფვას უკეთესობისკენ.

დაქართულ ოცნებასშეუძლია ამის რეალიზება. რამდენად ეფექტური ხელისუფლება ხართ და შეგიძლიათ დაგვისახელოთ ამ ორ წელიწადში რეალიზებული ოცნებები?

-ოცნების შესრულება რომ ერთი ხელის მოსმით, ჯადოსნური ჯოხით შეიძლებოდეს, იცით, რა კარგი იქნებოდა?! ჩვენ დავიწყეთ… და ამას წლები სჭირდება! ოცნება, რომელიც შესრულდა მომენტალურად, ეს იყო შიშისა და სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის დაძლევა. კარგად უნდა  გავაცნობიეროთ: რასაც თქვენ, მოსახლეობა, დღეს-ხვალ მოიპოვებთ სახელმწიფოსგან, რასაც მოსთხოვთ მთავრობას, რაზეც ეჩხუბებით და გამოასწორებინებთ, ყველაფერი თქვენივე მონაპოვარია. სწორედ ასეთი, ხალხის ხელით შესრულებული რეალობა კი ისაა, რომ საქართველო გახდა დემოკრატიული ნორმალური ქვეყანა და ეს შეუქცევადი პროცესია.

ამ შეუქცევადი, დემოკრატიული პროცესის გათვალისწინებით, კოალიციაქართული ოცნებადაიშლება?

-რომ არ დაიშალოს, ეგ დემოკრატიულობის გამოვლენა იქნება? კოალიცია შედგება სხვადასხვა პოლიტიკური ხედვისა და იდეოლოგიის პარტიისგან. ჰქონდათ საერთო მიზანი სააკაშვილის რეჟიმის გადაგდება და ჰყავდათ საერთო, ხალხში რეიტინგული ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. მიზანი მიღწეულია. ვინ რა პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამს შემდგომ, ვის მიმართ რა დამოკიდებულება ექნება ამომრჩეველს, ეს ყველა პოლიტიკური სუბიექტის პირადი საქმეა და არა მგონია, სალაპარაკო, გასარჩევი ან ტრაგიკულად აღსაქმელი თემა იყოს. ვფიქრობ, პირიქით განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიის პარტიებს თუ ყველა საკითხზე ერთგვაროვანი პოზიცია ექნება, ეს დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების შენებას ხელს შეუშლის. ამ თემაზე კონკრეტულად 2016 წლის არჩევნებისთვის ვისაუბროთ.

მაშინ იმაზე ვისაუბროთ, რა მომავალი აქვსნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, რამდენად რეალურია რევანშის საფრთხე და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების ალბათობა?

-რეალისტი ვარ. არ მიყვარს პოლიტიკური ზღაპრები ვაცნობიერებ, რომ „ნაციონალური მოძრაობაში“ არიან ადამიანები, ვისაც შეხება არ ჰქონია იმ სისტემურ დანაშაულთან, რაც ამ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნისას ხდებოდა, არა აქვთ ჩადენილი კონკრეტული დანაშაული. ამდენად, მათ აქვთ სრულიად ლეგიტიმური უფლება, აწარმოონ პოლიტიკური საქმიანობა ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ანდა სხვა პოლიტიკური გაერთიანების სახელით. კომპლექსურად პარტიამ ის დივიდენდები, რაც ხალხში 2003 წელს მოიპოვა, ხალხთან ბრძოლასა და დაპირისპირებას შეალია, გაანიავა პირადი ანგარების, კლანური ინტერესების  გამო, ჩაიდინა უამრავი დანაშაული, ამიტომ მათი ამბიცია, მობრუნდნენ ხელისუფლებაში, უტოპიაა.
ამ ეტაპზე, მათი ოპოზიციონერობა არის დემოკრატიისთვის გადახდილი ის ხარკი, რომლითაც არც მოსახლეობა და არც მმართველი ძალა არ სარგებლობს, ხოლო ეს დაჯგუფება, ნაცვლად იმისა, ოპოზიციური ნიშიდან მაინც იყოს კონსტრუქციული, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული, ისევ მოსახლეობასთან კონფრონტაციასა და ქვეყანაში არეულობის შეტანის მცდელობას ახმარს თავის რესურსს. ჩვენ, ხელისუფლება, დაინტერესებული ვართ, ქვეყანაში იყოს რეალური, კონსტრუქციული ოპოზიცია. ჩვენ გვინდა ახალი პოლიტიკური ძალების წარმოჩენა, რათა დემოკრატიული პროცესი იყოს ჯანსაღი, კრიტიკა საფუძვლიანი, ეს ორივე ასპექტი კი ხელს შეუწყობს ჩვენს ეფექტურ მუშაობას. ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, თუნდაც გაამარგინალებულს აქვს არსებობისა და მოქმედების უფლება, სანამ ჰყავს ერთი მხარდამჭერი მაინც, მაგრამ სახელმწიფოს აქვს აგრეთვე არათუ სრული უფლება, ვალდებულებაც, აღკვეთოს ნებისმიერი კანონდარღვევა. ვისურვებ, ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს ღირსეული ოპონირება ისე, რომ მათი ინტერესები არ იკვეთებოდეს კანონსა და ქვეყნის ინტერესებთან.

ბატონო კახი, ერთერთ ბოლო ინტერვიუში ბრძანეთ, რომ, თუ გუნდს აღარ დასჭირდებით, დაიხურავთ ქუდს და წახვალთ. რას ნიშნავს ეს განცხადებარისთვის ემზადებით?

-უცნაური და სენსაციური არაფერი მითქვამს. როცა სადმე თქვენი საჭიროება ამოიწურება, რას გააკეთებთ? მე მაქვს ჩემი წარსული, აწმყო და მომავალი. მე მოვედი ბიძინა ივანიშვილთან, ჩემი წვლილი რომ შემეტანა ქვეყნის უფსკრულიდან ამოყვანაში. ვცდილობ, გუნდის მიერ დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შევასრულო და ქვეყანას ვემსახურო. მაქვს იმის შეგნება და ყველანაირი რესურსი, ვიყო იქ, სადაც ჩემს ხალხს დასჭირდება. კარგად ვაცნობიერებ ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას, ხოლო სად ვიქნები და რა პოზიციაზე, ეს მეასე ხარისხოვანია“, – განუცხადა კახი კალაძემ „ვერსიას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები