“ჯო უილსონის რეზოლუციაში საუბარია იმაზე, რომ კითხვის ნიშანი გააჩინა და არაღიარებისკენ მოუწოდა ხელისუფლების 2024 წლის არჩევნების შედეგებთან მიმართებით, რაც ეუთომ შეაფასა, როგორც ჩატარებული არჩევნები”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განუცხადა.
„ეუთო, რომელიც ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობისთვის შეიქმნა, აღარ საუბრობს – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა ხდება, ბორდერიზაციაზე რა ხდება, როგორ მწვავდება ფონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საუბრობს იმაზე, რომ თითქოს საქართველოში თავისუფალი მედია იზღუდება და რომ თითქოს დემონსტრაციებს კრძალავს ვინმე.
ძალიან ნიშანდობლივი იყო ის, რომ ჩვენ მოვისმინეთ ნიდერლანდების დელეგაციის ხელმძღვანელისგან სადამკვირვებლო მისიის შეფასება სომხეთსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ჰააგის დეკლარაციაში დაიგმო ორი წლის წინ საქართველოში ჩატარებული არჩევნები და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ გაკეთებული დასკვნები“, – აღნიშნა ბითაძემ.