ჩეხეთში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ჩეხეთის რესპუბლიკაში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის გეომეცნიერებების კვლევითი ცენტრი (GFZ) ავრცელებს.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დაფიქსირდა, ეპიცენტრი კი 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
შესაძლო მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.