არჩილ გორდულაძე: აქამდე თუ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები გვახსოვდა, ახლა უკვე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დაემორჩილა გავლენიანი ძალების ზექმოქმედებას
“აქამდე თუ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები გვახსოვდა, ახლა უკვე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დაემორჩილა გავლენიანი ძალების ზექმოქმედებას, მათი მცდელობაა, რომ საკუთარი სუვერენიტეტის დამცავი ქვეყნები არ არსებობდნენ,” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ამ მომაბეზერებელმა ადამიანმა უკვე თავი მოაბეზრა მისსავე დელეგაციის ხელმძღვანელს, რომელიც თურმე, მას გასამგავრებლად თვითმფრინავში უკან გასამგზავრებლად არ უშვებს. ნებისმიერი ჩანაწერი ტყუილი და დეზინფორმაციაა, რომელიც ეუთო-ს სადამფუძნებლო პრინციპებსაც კი ეწინააღმდეგება. ეუთო რეზოლუციებს საკუთარი თავის წინააღმდეგაც კი იღებს“, – განაცხადა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.