არგენტინაში სასწავლო ფრენის დროს ინსტრუქტორი თვითმფრინავიდან გადახტა და დაიღუპა
არგენტინაში, ქალაქ ტოლედოს მახლობლად, სასწავლო ფრენის დროს 42 წლის ფრენის ინსტრუქტორი ლეანდრო ანდრეს ბერტაცო თვითმფრინავიდან გადახტა და დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, გადახტომამდე ინსტრუქტორმა სტუდენტს უთხრა: „შენ იცი, რაც უნდა გააკეთო, გააგრძელე“, რის შემდეგაც თვითმფრინავი დატოვა.
22 წლის სტუდენტმა თვითმფრინავის მართვა საკუთარ თავზე აიღო და მისი უსაფრთხოდ დასმა შეძლო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოები მომხდარის გარემოებებს იძიებენ.
გამოძიების ერთ-ერთ ძირითად ვერსიად თვითმკვლელობა განიხილება, თუმცა საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა.