გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 50-მდე შშმ პირს ეტლი უსასყიდლოდ გადაეცა

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 50-მდე შშმ პირს ეტლი უსასყიდლოდ გადაეცა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მომხმარებლების ინდივიდუალური საჭიროებები.

“ეტლების გადაცემის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლებისა და ორგანიზაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ

ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ გორის მუნიციპალიტეტთან 2012 წლიდან თანამშრომლობს. დღემდე, სავარძელ – ეტლებით რეგიონში 800-ზე მეტი სპეციალური საჭიროების მქონე პირია უზრუნველყოფილი,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები