ვარლამ წიკლაური ახალციხის  კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლებს შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მოადგილეებთან – რუბენ კარაპეტიანთან და ნოდარ ტატალიშვილთან ერთად, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების  თანამშრომლებს შეხვდა. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა კულტურული ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერია კულტურის მიმართულების განვითარების ხელშეწყობაზე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს.

ვარლამ წიკლაურმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი საქმიანობისა და მუნიციპალიტეტში კულტურული პროცესების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრა და თანამშრომლობით ამ სფეროს კიდევ უფრო გამტკიცება.

„მუნიციპალიტეტში თქვენ ემსახურებით ისეთ მნიშვნელოვან სფეროს, როგორიც არის კულტურა. ვეცდებით, რომ ის გამოწვევები, რაც დღეისათვის გვაქვს, ეტაპობრივად მოვაგვაროთ. განსაკუთრებულია თითოეული თქვენგანის შრომა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ძალიან კარგი შედეგები გვექნება,“ — აღნიშნა ვარლამ წიკლაურმა.

შეხვედრას  „ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში“  შემავალი კულტურის სახლების, ახალგაზრდული ცენტრების, ბიბლიოთეკების მენეჯერები,  თანამშრომლები, ფოლკლორულ ანსამბლ „მესხეთის“ წევრები  და მუსხის სკოლა-მუზეუმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები