საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სპექტაკლის „ალუდა“ პრემიერას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის „ალუდა“ პრემიერას შვილებთან ერთად დაესწრო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

სპექტაკლით „ალუდა“ თეატრის 131-ე სეზონი გაიხსნა, რომელიც ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნანუკა ხუსკივაძემ დადგა. საქართველოს პრეზიდენტმა დასს დადგმისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მადლობა მინდა გადავუხადო მსახიობებს, მთლიანად დასს, სამხატვრო ხელმძღვანელს, რომ ასე საინტერესოდ იყო წარმოდგენილი ჩვენი გენიალური ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაური”. დღევანდელ სპექტაკლს ბევრი ახალგაზრდა ესწრებოდა. თეატრი ძალიან დიდი ძალაა, სულიერ საზრდოს აძლევს ადამიანებს. კიდევ ერთხელ მადლობა, დასს ამ შესანიშნავი დადგმისთვის”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები