მარტვილში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა
დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სხდომას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია დაესწრო.
“საკრებულოს პირველი სხდომა მარტვილის №65-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა, რის შემდეგაც სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ირინა გადელია გაუძღვა.
აღნიშნულ სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარედ ელდარ თოდუა, პირველ მოადგილედ ლევან სურმავა, მოადგილეებად ალექსანდრე გრიგალავა და მიხეილ ჯანაშია ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მარტვილის დელეგატი ილია ინჯია ესწრებოდა,”- წერია ინფორმაციაში.