ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი დაესწრო. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარედ ბესიკ ტაბიძე აირჩიეს. მერმა საკრებულოს წარმატებები უსურვა და აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

“ყველას გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ! ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე არაერთი გამოწვევაა, რომელსაც ერთად დავძლევთ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ”, – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.

სხდომაზე დღესვე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები