ახალციხეში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას დაესწრო. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკრებულოს პირველი სხდომა ახალციხის №37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თეა გავაშელმა გახსნა. მან არჩევნების შედეგები შეაჯამა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების ერთიანი შემაჯამებელი ოქმი წარუდგინა.
“ვარლამ წიკლაურმა დეპუტატებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ერთობლივი ძალისხმევით მრავალი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორციელდება.
დღის წესრიგის შესაბამისად, საკრებულოს პირველ სხდომაზე ცნეს საკრებულოსა და საკრებულოს წევრების უფლებამოსილება. სხდომაზე, ფარული კენჭისყრის შედეგად საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საბა კბილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დავით ტაბატაძე, ხოლო მოადგილეების თანამდებობებზე – ბესიკ ბლიაძე და ჰამბარცუმ ბაბოიანი აირჩიეს,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.