სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ვაჟა სტურუა აირჩიეს
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ვაჟა სტურუა აირჩიეს. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობას შეუდგა. საკრებულოს პირველი სხდომა N 54 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა იმნაძემ გახსნა.
“სხდომას დაესწრო მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, რომელმაც ახალ წევრებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ გუნდთან ერთად გააგრძელებს მუნიციპალიტეტის განვითარებასა და თითოეული სამტრედიელის კეთილდღეობაზე ზრუნვას.
პირველ სხდომაზე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები, დაკომპლექტდა ფრაქციები და კომისიები, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით ვაჟა სტურუა აირჩიეს.
სამტრედიის საკრებულო 33 წევრით დაკომპლექტდა,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.