შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „ETERNITY 2025“

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „ETERNITY 2025“, რომელიც ჩატარდა თურქეთის რესპუბლიკაში (ყარსში).

შსს-ს ინფორმაციით, სწავლებაში როგორც კომპიუტერულ, ასევე საველე კომპონენენტებში ჩართული იყვნენ დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მოსამსახურეები.

„ETERNITY 2025“ სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარებოდა, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას და ასევე აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ ქვედანაყოფებსა და უწყებათაშორის ურთიერთთავსებადობის დახვეწას ითვალისწინებს. სწავლება წარმატებით ჩატარდა და დადებითად შეფასდა მონაწილე მხარეების მიერ.

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება სამივე ქვეყანაში რიგ-რიგობით, როტაციის პრინციპით, ყოველწლიურად ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები