სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა

ბათუმის სასამართლომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო.

შეგახსენებთ, ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა.

აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები