ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალ სამშენებლო ნორმებზე გადადის, რითაც მოგვარდება წლების განმავლობაში არსებული პრობლემა.
მინისტრის თქმით, ფასის დადგენის არსებული სისტემა წლების განმავლობაში აზიანებდა ინფრასტრუქტურულ განვითარებას. 35-წლიანი პრობლემა მალე გაწყდება,
ამჟამად, მიმდინარეობს ახალი, ევროპული სამშენებლო ნორმების შემუშავება ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, რაც დასრულდება მომავალი წლის ბოლოს.
,,ჩვენი ამოცანა არ არის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ფასის გადახდა – ჩვენი მიზანია ოპტიმალური ფასი, მაღალი ხარისხი და პროექტების გონივრულ ვადებში შესრულება. ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში განხორციელდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად – გამჭვირვალედ, ხარისხიანად და ეფექტურად,“ – განაცხადა მინისტრმა.