დაზიანებული მუხის მასალა ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო”, 25 მ3 მუხის დახერხილი მასალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა კერძოდ, მუხის მასალაზე მწერებით გამოწვეული დაზიანება გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები