ლევან მურუსიძე – გამოცდილება, რაც ამ ბოლო წლებში ქართულ მართლმსაჯულებას დაუგროვდა, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქართველი მოსამართლეები იმუშავებენ კანონის სრული დაცვით

„გამოცდილება, რაც ამ ბოლო წლებში ქართულ მართლმსაჯულებას დაუგროვდა, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქართველი მოსამართლეები იმუშავებენ კანონის სრული დაცვით,“ – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციული საქმეების განხილვებთან დაკავშირებით განაცხადა.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქართული მართლმსაჯულება და ქართველი მოსამართლეები მიიღებენ კანონის შესაბამის გადაწყვეტილებებს. ამის დასტურია უამრავი საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რაზეც აჟიოტაჟი იყო შიდა და გარე ძალებით, რომლებიც ლანძღავდნენ პირდაპირ სასამართლო სისტემას. შემდგომში სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ მიიღო სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება. ამიტომ გასული წლები და გამოცდილება, რაც ამ ბოლო წლებში ქართულ მართლმსაჯულებას დაუგროვდა, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქართველი მოსამართლეები იმუშავებენ კანონის სრული დაცვით, მიუკერძოებლად და მაღალი პროფესიონალიზმით“, – აღნიშნა მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები