პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებას „ბუპრენორფინს“, რომლის რეალიზაციაც ჯგუფურად განახორციელეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და რეალიზაცია) წარედგინა, ხოლო მეორე პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები