ლაშა ჩხარტიშვილს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისთვის, ლაშა ჩხარტიშვილი 19 ოქტომბერს დააკავეს. მან დაკავებამდე ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩხარტიშვილი სამართალდამცველებს განუმარტავდა, რომ ის შვილთან ერთად დედამისის სასაფლაოზე მიდიოდა. მოგვიანებით, სასამართლომ ის გაათავისუფლა და სხდომა 24 ოქტომბრისთვის გადადო.