„საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის“ ყოფილი პრეზიდენტი, ზურაბ კაკაბაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
ამის შესახებ უფლებადამცველმა შოთა მანელიძემ „ქრონიკას” განუცხადა.
„ჯერ საქმე სასამართლოში არ შესულა აღკვეთი ღონისძიების განხილვის მიზნით და აქედან გამომდინარე დროის ფაქტორი ჯერ დადგენილი არ მაქვს. ამ ეტაპზე ბატონ ზურაბს ჩვენება არც მიუცია, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს“, – აღნიშნა შოთა მანელიძემ.
ცნობისთვის, პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი ნახევარ მილიონამდე ლარის მითვისების ფაქტზე „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის“ ყოფილი პრეზიდენტი დააკავა.