სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, პროკურატურამ „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის“ ყოფილი პრეზიდენტი დააკავა

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, პროკურატურამ „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის“ ყოფილი პრეზიდენტი დააკავა.

ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფონგზე გახდა ცნობილი.

“დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები