“როდესაც სასწორის პინაზე დევს სუვერენიტეტის დაცვა, არავითარი ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ არის ის, რამაც შეიძლება, გადაწონოს სასწორის მეორე პინა” – ჭეიშვილი
“როდესაც სასწორის პინაზე დევს სუვერენიტეტის დაცვა, თუ სხვა მნიშვნელოვანი შესაბამისი ღირებულებები, არავითარი ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ არის ის, რამაც შეიძლება, გადაწონოს სასწორის მეორე პინა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს.
ის ევროკავშირის მაღალჩინოსნების მიერ ლუქსემბურგში გაკეთებულ განცხადებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
“რაც ვიხილეთ ლუქსემბურგის გამართულ შეხვედრაზე, მორიგი მექანიზმი ჩაირთვება სავიზო პოლიტიკასთან მიმართვებით და გამოარჩევენ სახელისუფლებო წრეებს, წინასწარ შეგვიძლია, მათ ვუთხრათ, რომ მათთვის საინტერესო არავითარი ეფექტი ამას არ ექნება”, – ამბობს თორნიკე ჭეიშვილი.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, კაია კალასმა თქვა, რომ ვიზებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც ძალაში ნოემბერში შევა, ევროკავშირს საშუალებას მისცემს, ზოგიერთი ჯგუფისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმოს.